ცსკა 30 ქულით დამარცხდა - შენგელია თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო

AutoSharing Option
ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად 70:100 დამარცხდა "ანადოლუ ეფესთან".

შენგელია თავის გუნდში 14 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ 24:16 წუთში 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.

მასზე მეტი, 21 ქულა ამ მატჩში მხოლოდ "ანადოლუ ეფესის" სერბმა ლეგიონერმა ვასილი მიჩიჩმა ჩააგდო.

ცსკა-მ 27 ჩატარებული მატჩიდან 18 მოიგო, მეორე ადგილზეა და 11 მარტს "მილანოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ გინდათ ამ პოსტსაც ნუ გამოაქვეყნებთ - უბრალოდ უკვე მერამდენედ არ აქვეყნებთ ჩემს და ალბათ სხვების კომენტარებსაც, სადაც სრულიად კორექტული ფორმით წერია რომ შეიძლება ქართველ ადამიანს რუსეთის არმიის ცენტრალური გუნდის წარუმატებლობა ახარებდეს. გრცხვენოდეთ.
მიჩინიო
05 მარტი 2021 20:42
2
ტრაგიკომედია არ იქნება, როცა ბასკონია მოიგებს ევროლოგას ცსკა კი ფინალშიც ვერ გავა?!)
Geo
05 მარტი 2021 11:53
4
ვერ გავიგე ჯეიმსმა არ ითამაშა?
სპორტალ
05 მარტი 2021 11:10
0
ვა ხახახახა
ცეესკაა საჩემპიონო გუნდი?
SL
05 მარტი 2021 11:07
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული