მაკფადენმა გადამწყვეტ შეხვედრაში 13:11 წუთი ითამაშა და 5 ქულა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და პასივში 1 შეცდომა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ რუსულ ნიჟნი-ნოვგოროდში გამართული ტურნირის (“რვათა ფინალი”) მეოთხედფინალში მაკფადენმა ებრაულ "ჰაპოელ ჰოლონს" ასევე 5 ქულა ჩაუგდო, ნახევარფინალში კი, ფრანგულ
ცნობისთვის, 33 წლის მაკფადენი ბურგოსელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს, საქართველოს ნაკრების მაისურით კი ბოლოს გასული წლის ნოემბერში, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს ითამაშა. ფინეთთან შეხვედრაში მისი მონაგარი 14 ქულა და 10 პასი იყო, შვეიცარიასთან კი – 24 ქულა და 6 პასი.
GBF.GE