თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB-ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში პეტერბურგში 78:73 სძლია "ზენიტს", რომელიც ევროლიგის პლეი-ოფში 2:3 დამარცხდა "ბარსელონასთან".
პირველი ტაიმი სტუმრებმა 2 ქულით მოიგეს, მესამე მეოთხედში 10 ქულით გაქცევა მოახერხეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
კარგად გაისარჯა შენგელია, რომელმაც თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 31:36 წუთში 17 ქულა (14-დან 7 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.
მასზე შედეგიანი, 23 ქულით, მხოლოდ "ზენიტის" კანადელი ლეგიონერი კევინ პანგოსი იყო.
სერია 3 მოგებამდეა და შემდეგი შეხვედრა 19 მაისს პეტერბურგში გაიმართება.