საქართველოს ნაკრების კალათბურთელის 17 ქულა და "მურსიას" გამარჯვება "ობრადორიოსთან"

AutoSharing Option
ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა კონერ ფრენკამპი. ესპანური “მურსიას” ამერიკელ მოთამაშეს საქართველოს მოქალაქეობა აქვს და ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ბოლო ოფიციალურ მატჩებში ითამაშა. უფრო ზუსტად, ფრენკამპმა 19 თებერვალს სერბეთთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და 2 დღეში ფინეთთან ვერ ითამაშა.

გასულ ტურში ფრენკამპის დახმარებით მურსიამ სტუმრად “ობრადორიო” 83:80 დაამარცხა. კონერი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:23 წუთი გაატარა. მან 10-დან 4 ორქულიანი და 8-დან 3 სამიანი ჩააგდო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 17 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. ფრენკამპი სამჯერ
დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

მურსია 15 მოგებითა და 20 მარცხით მე-12 ადგილზეა და ცნობილია, რომ პლეი ოფში ვერ გავა. ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, 22 მაისს, მურსია სარაგოსას უმასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული