თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩში მოსკოვში "ზენიტი" 85:71 დაამარცხა, სერია 3:1 მოიგო და ფინალში გავიდა.
შენგელიამ 28:35 წუთში 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება მიითვალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, 4 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა.
20 ქულითა და სარგებლიანობის 27-იანი კოეფიციენტით კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკეს თანაგუნდელი დენიელ ჰეკეტი იყო.
ფინალში ცსკა "უნიკსს" შეხვდება, რომელმაც "ლოკომოტივ-კუბანს" 3:0 სძლია. სერია ევროლიგის ოთხთა ფინალის შემდეგ, ივნისში დაიწყება.
შეგახსენებთ, ცსკა ევროლიგის ოთხთა ფინალში "რეალის" მძლეველ "ანადოლუ ეფესს" შეხვდება. ოთხთა ფინალი 28-30 მაისს კიოლნში გაიმართება.