"და ხალხი ამ არჩევანზე იცინოდა..." - "მამუს" კარიერის საუკეთესო შეხვედრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 აგვისტოს, NBA-ს საზაფხულო ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსმა" გიორგი ბეჟანიშვილის "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, 87:94 დამარცხდა.

Sportall.Ge

მამუკელაშვილმა 22:04 წუთში 20 ქულა მიითვალა და ბურთი 7-ჯერ მოხსნა, მათ შორის, სამჯერ მეტოქის ფარიდან. რაც შეეხება ბეჟანიშვილს - სათამაშოდ 7  წუთზე ოდნავ მეტი დრო მიეცა და საკუთარ გუნდს 2 ქულა შესძინა.

რა თქმა უნდა, "ბაქსის" გულშემატკივრებს სანდროს კარგი თამაში არ გამოჰპარვიათ:

"და ხალხი ამ არჩევანზე იცინოდა?"

"ის ყველასგან გამორჩეულია. ჩემი აზრით, "მილუოკი" NBA-ში როტაციაში მოახვედრებს".

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საზაფხულო
ლიგის ფარგლებში ეს ქართველების პირველი დაპირისპირება იყო. ამით მათ წლევანდელ ლიგაზე ასპარეზობა დაასრულეს.

altმამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - ბრწყინვალე სტატისტიკა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბიჭებო კლუბშიც და საქართველოს ნაკრებშიც!
2020წ-ის ევრობასკეტისათვის კარგ ფორმაში უნდა იყოთ და აბა თქვენ იცით, ეს წელი ნბა-ში დამკვიდრებისათვის და ფორმაში შესვლისათვის გამოიყენეთ.
ბეჟანიშვილი: იმედი მაქვს ნაკრების არჩევაზე არ იყოყმანებ და ავსტრიის ნაკრების ფორმით არ გნახავთ, მხოლოდ საქართველო!!!
ქომაგი
10:54 17-08-2021
1
მაინც რამხელა მნიშვნელობა როცა მოდიხარ აკადეემიდან ან ჩადიხარ ვეროპიდან და სხვა ქვეყნიდან ( დონჩიჩს და მსგავს არანორმალურებს არ ვგულისხმობ) , სანდროს ყველა მოქმედებაში და მოძრაობაში ეტყობა ამერიკული სკოლა, რასაც ქვია სახლშია და 0 სტრესით თამაშობს, რაც პრობლემა აქვს ბითაძეს და იმედია გამოასწორებს
გულშემატკივარი
14:18 17-08-2021
0

სიახლეები პოპულარული