შენგელიას რეკორდი ევროლიგაში - 33 ქულით თორნიკემ ცსკა-ს პირადად მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას ვერ აჩერებენ. მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ფორვარდი ევროლიგის წინა, მე-2 ტურის MVP გახდა და დიდი ალბათობით, იმავე შედეგს გაიმეორებს. დღეს, ევროლიგის მე-3 ტურის მატჩში, არმიელებმა თანამემამულე კლუბს, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლეს და შენგელია 33 ქულით მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.

33 ქულა შენგელიასთვის ევროლიგის რეკორდია. მისი უმაღლესი შედეგი 31 ქულა გახლდათ, რომელიც მან 2 წლის წინ, “ბასკონიაში” თამაშისას ევროლიგაში მიითვალა. დღეს კი “ზენიტთან” 77:67 მოგებულ შეხვედრაში პირადი რეკორდი დაამყარა და რომ იტყვიან, თავის გუნდს პირადად მოაგებინა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა
ქართველმა ფორვარდმა 36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 37 შეადგინა, რაც მატჩის გაუსაჩივრებლად საუკეთესო შედეგი გახლდათ. შენგელიას შემდეგ ცსკა-ში საუკეთესო შედეგი ვილ კლაიბერნს ჰქონდა – 16 ქულა, 7 მოხსნა.

უდიდესი ალბათობით, მის ამ შედეგს მე-3 ტურში ვეღარავინ გადაფარავს და შენგელია კვლავ MVP გახდება, რაც უდიდესი მიღწევაა ნებისმიერი კალათბურთელისთვის. ცნობისთვის, თავის მრავალწლიან კარიერაში შენგელიას ევროლიგის ეს პრესტიჟული ტიტული 5-ჯერ აქვს მოგებული.

„ზენიტის“ შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა კონერ ფრენკამპმა. მას მწვრთნელმა 8 წუთი არგუნა, რა დროშიც მან 2 ქულა მიითვალა.

სამი ტურის შემდეგ ცსკა-ს ორი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს სერბული „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ შინ გამართავს.

თორნიკე შენგელია: “უპირველესად, მე ვარ გახარებული, რადგან ეს თამაში მოვიგეთ. რომ არ მოგვეგო, ციფრებს და შედეგებს არაფერი ძალა არ ექნებოდა. ამიტომაც მე გახარებული ვარ ჩემი გუნდის შედეგით. გულწრფელად ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ვფიქრობ, ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. შეტევაში ბურთს კარგად ვათამაშებდით, დაცვაში კი რამდენიმე წუთით გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ. ჩვენ არ დავნებდით და მადლობა ღმერთს, გამარჯვებას მივაღწიეთ. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ზენიტი ის გუნდია, რომელიც სტუმრად კარგად თამაშობს და ვიცოდით, რომ ისინი ბრძოლას გაგვიმართავდნენ. ზენიტს განსაკუთრებით კარგი მსროლელები ჰყავს და მათგან ნებისმიერ დროს დიდ საფრთხეს უნდა ელოდო. ჩვენ კარგად მივდიეთ დასახულ ამოცანას და ამის წყალობით გავიმარჯვეთ”.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 8 /
უბრალოდ, საამაყო კაპიტანი!!!! საამაყო ქართველი და საამაყო კალათბურთელი!!!!!!!!!!!!
ნინი
13 ოქტომბერი 2021 16:41
5
ნუ ბჟუტურობთ ბევრს
იმ საბჭოთა დროს ჩვენ ვცხოვრობდით
გვინდოდა თუ არა.
და რაღაცა კი დაგვრჩა კარგად მოსაგონებელი
თენგო
13 ოქტომბერი 2021 13:51
9
თოკოც მაგარია და ცსკა-ც საუკეთესოა ევროპაში. არ უსმინო დივანის “პროფესორებს” და ურაპატრიოტებს. წელს ევროლიგა უნდა მოიგოთ
Kola
13 ოქტომბერი 2021 12:38
9
რაც არ უნდა იყოს ცეესკას მოთამაშეა. არ შეიძლება გუნდი გეკიდოს და მოთამაშეს გულშემატკივრობდე. აბსურდია. მაგრამ საბჭოთა არმიის გუნდში ქართველი, ნაკრების კაპიტანი არ უნდა თამაშობდეს . მიუღებელია.
ggg
13 ოქტომბერი 2021 12:20
26
მერედა რითაა ცუდი, რომ ქართველს რუსი მაყურებელი ტაშს უკრავს და აღმერთებს? ამასთანავე რუსულ გუნდს მშველელად და ლიდერად ევლინება?
ჟორა
13 ოქტომბერი 2021 11:56
7
თოკო ყალიბდება ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ძლიერი გუნდის(როგორც არ უნდა მოგვწონდეს , რომ ცსკა-ა) ლიდერად , ერთი სეზონი დაჭირდა იმისათვის , რომ " გაშინაურებულიყო " და მიუხედავად ყველაფრისა , ჩემთვის მაინც საამაყოა , როდესაც აჩვენებ თუ რამდენად აღემატება ამ ერთი მუჭა ქვეყნის წატმომადგენელი , იმპერიის სათამაშო კლასს . წარმატებები და მინდა , რომ ევროპაზე საუკეთესო ფორმაში გიხილოთ ყველანი და აქ ვაჩვენოთ ყველას , თუ რა შეგვიძლია ქართველებს .
ATP 16
13 ოქტომბერი 2021 11:28
5
ქართველი კონდორი, აუ რეებს შვრებოდა, გადაახია ბურთი ზენიტს. გუნდის უპირობო ლიდერად ყალიბდება, ამას ჰქვია პროფესიონალიზმი.
13 ოქტომბერი 2021 11:25
5
გენაცვალე ლომო
irakli
13 ოქტომბერი 2021 08:25
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული