სამწუხარო ამბავი - ევროლიგაზე გაბრწყინების შემდეგ შენგელიამ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ცსკა-ს საიტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "MVP-ის გარეშე ვითამაშებთ. "ზენიტთან" მატჩის დასრულებისთანავე ევროლიგის ბოლო ორი ტურის საუკეთესო მოთამაშე თოკო შენგელიამ მხრის არეში ტკივილი იგრძნო. ის GMS Clinic-ში გამოკვლევას იტარებს და გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება".

კომენტარი გუნდის მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა გააკეთა: "სამწუხაროდ, ყველაფერი ხდება. უკეთესის იმედად ვართ. თოკოს მხარი სტკიოდა და ჩვენ გარისკვა არ შეგვიძლია. ახლა ტესტირებას გაივლის. დღეს თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც ძალისმიერი თამაშის საშუალებას მისცემს".

მოკლედ, ჯერ უცნობია, რამდენი ხანი მოუწევს შენგელიას უქმობა. არადა, საუცხოო
ფორმაშია და იმედია, მალე შეძლებს პარკეტზე დაბრუნებას.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მინიმუმ ორი თვე ვერ ითამაშებს
სტუმარი
15 ოქტომბერი 2021 17:19
0
დროულ გამოჯანმრთელებას და წარმატებებს ვუსურვებ თოკოს... საქართველოს ნაკრებთან ერთად!!!
tngh
15 ოქტომბერი 2021 15:48
0
მხარი არა უშავს მთავარია მუხლი, კოჭი და ბარძაYი არ იყოს.Dდდ
hhh
15 ოქტომბერი 2021 14:33
0
და რატოა სამწუხარო ამბავი? ეს არსება საქართველოს ნაკრებში არც უნდა გამოიძაო, სავარაუდოდ სიამოვნებით მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას!
???
15 ოქტომბერი 2021 11:26
46
მაგრად გშურთ თორნიკესი.
ურიკებო! (ურა პატრიოტებო)
15 ოქტომბერი 2021 19:03
1
დაახვიე რა, შენ მართლა კითხვის ნიშანო!!!
სტუმარი
15 ოქტომბერი 2021 17:20
0
ყველა გამოხმაურება
ღირსეულო კაპიტანო! მალე გამოჯამრთელებას გისურვებთ, შენი დაუძინებელი მტრების ჯინაზე, რომელთაც "ქართველი ურა პატრიოტები" ქვიათ.
თოკო გელოდებით!!!!!!!!!!!
15 ოქტომბერი 2021 08:16
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული