"საბრძოლო მოქმედებები "ანორთოსისის" გასახდელში, სადაც ბოთლები და ბუცები "დაფრინავდნენ" - ბერძნული მედია ქეცბაიასა და ფეხბურთელების კონფლიქტზე

AutoSharing Option
როგორც იცით, კვიპროსის ჩემპიონატზე "ოლიმპიაკოსთან" წაგების (2:3) შემდეგ, "ანორთოსისის" გასახდელში ინციდენტი მოხდა, მწვრთნელმა თემურ ქეცბაიმ თავდამსხმელებს ნიკა კაჭარავასა და კაილ ლაფერტის ვარჯიში აუკრძალა და კლუბიდან მოკვეთით დაემუქრა. მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა კლუბს 259 ათასი ევრო დაუჯდება, ამიტომ კაჭარავას ხვალიდან ვარჯიშის უფლება მიეცემა, ხოლო ლაფერტის ინდივიდუალურად შეეძლება ვარჯიში. კვიპროსული 24sports-ი ბერძნულ sportdog-ზე დაყრდნობით კონფლიქტის დეტალებს იტყობინება:

"ქაოსი "ანორთოსისის" გასახდელში, სადაც ქეცბაიამ ფეხბურთელს უხეშად ხელი ჰკრა და საგნები დაფრინავდნენ.

წარმოუდგენელ სცენებს ჰქონდა ადგილი, სადაც საბრძოლო მოქმედებები განვითარდა, ფეთქებადმა და ძნელად პროგნოზირებადმა ქეცბაიამ მესამე ტაიმი
ჩაატარა და მტყუანსა და მართალს ყველას შეუტია.

თავიდან მან სპიროს რიზვანისსა და პაულუს არაიურის დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომების გამო უსაყვედურა. ამ უკანასკნელს წარმოუდგენლად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა.

შემდეგ ქეცბაია ნახევარმცველ დენის პოპოვიჩზე და თავდამსხმელებზე, ლაფერტისა და თანამემამულე კაჭარავაზე გადაერთო, რომელიც შეცვლაზე ჩრდილოირლანდიელის ნაცვლად შევიდა. განსაკუთრებით ლაფერტის ადანაშაულებდა იმის გამო, რომ ადვილად გასატანი გოლები ვერ გაიტანა. მერე წყლით სავსე ბოთლი ესროლა, ბრიტანელმა კი საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თემურმა უთხრა, რომ მისთვის "ანორთოსისი" დასრულებული იყო. მათ შორის გასაშველებლად შუაში კაჭარავა ჩადგა და მწვრთნელმა გუნდიდან დათხოვნილად ისიც გამოაცხადა.

მთელი ამ ტრაგიკომიკური ისტორიისას გასახდელში საგნები, მათ შორის ბუცები დაფრინავდნენ.

ქეცბაიას ყველა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელის გაშვება უნდა, მაგრამ მათ კლუბთან მოქმედი კონტრაქტები აქვთ. ამ დროს ყველა მათგანი ქეცბაიას მოყვანილია  და გუნდში ცუდი ატმოსფეროა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
მე ვუყურე მაგ თამაშს..აი ეს ლაფერტას ან გამაზული ქინდა ან არ იცის ფრხბურთის თამაში ისეთი მომრნტები გაანიავა ტიპმა ანორთოსისში კიარა მეშახტეს სათადარიგოს ფეხბურთელი გაიტანდა..კაჭარავა საერთოდ თავდამსხმელია?გადაცდომები და ზედმეტობა იცის მარაა ყვრლა ვისაც ეჩხუბა იმსახურებდა თამაშიდან გამომდინარე
Gio
26 ნოემბერი 2021 21:59
0
მეტი არ შეუძლიათ რა ქნან ? გინება რომ შველოდეს....
დავით 67
26 ნოემბერი 2021 21:34
0
ვერ გამიგია იმ ხალხის, ვისაც მწვრთნელი ქეცაბაია მოსწონთ, კარგი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელად კი უვარგისია!
....
26 ნოემბერი 2021 11:39
23
ეს კაცი ვერ იტანს კრიტიკას. სულ მართალი გონია თავი და ფაქტია რომ ეგრე არაა. ლანძღვა-გინებას ამას კი არა ფერგიუსონსაც არ უტარებდნენ. რამოდენიმე კლუბს წვრთნიდა(საშუალოზე დაბალი დონის გუნდებს) და კვიპროსის ჩემპიონატზე რო პირველი ადგილი აიღო ესაა ამ მწვრთნელის მაქსიმუმი დღემდე, რაც დიდი მიღწევა არაა, ევროტურნირებზე კიდევ ვერაფერს ვერ მიაღწია. ვერცერთ გუნდში ვერ დაალაგა ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ვერც ჟურნალისტებთან. ნაკრებში რო იყო და სამართლიანად გაკრიტიკებდნენ ტანსამლიდან ხტებოდა. ვისთვის როგორ, ჩემთვის პირადად(მისი სამწვრთნელო კარიერის შედეგად) დაბალი დონის მწვრთნელია
ბექა
26 ნოემბერი 2021 10:08
16
თემურ, ნიკა კაჭარავას თუ სთხოვ თავდამსხმელობას ძალიან შემცდარხარ!!!
!!!!!
26 ნოემბერი 2021 09:22
4
ნიკა კაჭარავას ფეხბურთელობა არ გაიშვა!!! თემო როდის უნდა ისწავლო ჭკუა რომ ამ უმადურ ტიპებს არ უნდა გადააყოლო ნერვები?!
?!
26 ნოემბერი 2021 09:20
6
თავიდან, რომ კარგად დაიწყო მერე აჩვენა ამ კაცმა, რომ არაა მწვრთნელობა მისი საქმე. აქ კარგი ქართველი ფეხბურთელობის უდისციპლინობას დავაბრალოდ ყველაფერი და ვთქვათ თემური ცამდე მართალი იყოო. თუმცა ასევი იყო ოლიმპიაკოსი, ანორთოსისი, რაღაც რუსული კლუბი. ყველგან დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის და შედეგიც არსად არ აქვს...
Gurami
26 ნოემბერი 2021 09:05
6
ეს ინფორმაცია 90 % სიმართლეა... მაგიტომაც ამოდეს პანჩური ოლიმპიაკოსიდან ყველაზე დიდი სირცხვილი აჭამეს იმიტომ რომ ღირსია... ვერ თამაშობს სხვა მოიყვანე ან მოტივაცია აუმაღლე გინებით და ბოთლის ქნევით არაფერი გამოგივა ტლიპინა
მართალი
26 ნოემბერი 2021 08:48
8
ყველგან სკანდალებში იყო ეს შერეკილი და აქაც ეგრეა. ტიპიური არანორმალურია
გენა
26 ნოემბერი 2021 08:30
7
ყოველთვის ვგულშემატკივრობ თემოს, მინდა ყოველთვის კარგი მესმოდეს მასზე, მაგრამ ცოტა საკუთარ თავზეც უნდა იმუშაოს. არ შეიძლება ფეხბურთელების მუდამ შეურაწყოფა და დედის გინება.
muro
26 ნოემბერი 2021 02:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული