სანდროს ღირსეული საქციელი და ბედნიერი ქომაგი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, "მაიამი ჰიტისა" და "მილუოკი ბაქსის" დაპირისპირების შემდეგ, "ირმების" კალათბურთელები ავტობუსში სხდებოდნენ, როდესაც პატარა ამერიკელი ბიჭი მაისურზე ხელის მოწერის სურვილით იქვე დედასთან ერთად იდგა.

ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა ქომაგი დაინახა, მივიდა, ხელი მოუწერა, შემდეგ კი მაისური გამოართვა და გუნდელებს ავტოგრაფისთვის წაუღო, შემდეგ კი უკან დაუბრუნა და პატარას ჩაეხუტა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპროტოკოლი დაარღვია, "ბაქსის" გულშემატკივარი გაახარა და ეს დღე სამუდამოდ გონებაში ჩაუბეჭდა.

რაც შეეხება მატჩს, "ჰიტისა" და "მილუოკის" დაპირისპირება "მაიამის" გამარჯვებით, 113:103 დასრულდა.

წყარო: Nba Georgia


მკითხველის კომენტარები / 9 /
კაი კაცი ხარ სანდრო, ყოჩაღ
მერაბი
16:18 09-12-2021
1
უკვე მეათედ ვუყურე, რა კარგია ასეთი ადამიანები რომ არსებობენ
ნანა
17:01 09-12-2021
2

სიახლეები პოპულარული