გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა და ოჯახთან ერთად ესპანეთში იმყოფება. Metaratings-ი იტყობინება, რომ პოლიტიკური სიტუაციის გამო კლუბი მას კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით პრობლემას არ შეუქმნის.
ერთი სიტყვით, შენგელია ცსკა-ს კალათბურთელი აღარ იქნება და როგორც ჩანს, მოსკოვურ კლუბს მისი სპონსორის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, წამყვანი მოთამაშეების გაშვება მოუწევს, ხოლო თორნიკეს ახალი გუნდის მოძებნა არ გაუჭირდება.
ცსკა-ს აგრეთვე ლიეტუველი მარიუს გრიგონისი დატოვებს, რომელიც კლუბთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.
აი, ასე იწყება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მათი გუნდების (მარტო საკალათბურთოების კი
არა) ჩამოშლა. გაგრძელება იქნება.
წარმატებები თორნიკე შენგელიას