ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:123 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 20 ქულითა (7/7) და 6 მოხსნით გამოიჩინა. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია მე-2 მეოთხედი, რომელშიც ჩვენებურმა 15 ქულა ჩააგდო.
მალკომ ბროგდონმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
დედაქალაქელთა მხრიდან კრისტაპს პორზინგისმა გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა.
კაილ კუზმამ აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "ინდიანა" 22 მოგებითა და 44 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 9 მარტს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ვიზარდსი" 29 გამარჯვებითა და 34 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს 10 მარტს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს.
მოსვირინგება (ტატუ თქვენ და შავი ჭირი!) და სახეზე მედგარი გამომეტყველების მიღება! წარმატებები გოგა! )))
დრო უნდა მიეცეს მოთამაშეს რომ საწყის ეტაპზე ალღო აუღოს ყველაფერს და მერე ქულების დაგროვებასაც დაიწყებს.
გოგასგან მეგაჩამყრელი არ გამოვა, მაგრამ არც ისეთი გაუბედავი და სუსტია, ბევრს რომ ჰგონია.