"ამ სეზონის მადლობელი ვარ. წინა წელს არც კი ვიცოდი, ლიგაში ვიქნებოდი თუ არა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი განვითარებასა და სწავლაზეა დამოკიდებული, უნდა ვყოფილიყავი მომთმენი და ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა. როცა ლიგის საუკეთესო გუნდში ხარ და სწავლობ ისეთი მოთამაშეებისგან, როგორებიც იანისი, ლოპესი და პორტისი არიან, უბრალოდ მადლობელი უნდა იყო. საერთო ჯამში, დიდებული წელი
თანაგუნდელებთან ძალიან დავახლოვდი, ერთმანეთთან საერთოს ყოველთვის ვპოულობთ, ისინი ყველაფერში მეხმარებიან. დებიუტანტებს ხშირად ცუდი დღეები გვაქვს ხოლმე და ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო ჯრუს, ბობის ან ნებისმიერ სხვას და ისინი რჩევებს ყოველთვის მაძლევენ. მახსოვს, როცა ვეგასში ვიყავი და იანისი პირველად ვნახე, მწვრთნელს ვთხოვე, ჩვენთვის სურათი გადაეღო და მან მითხრა, რომ ის ჩემი თანაგუნდელი იყო და ეს არ გამეკეთებინა."
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი დასრულდა. "ბაქსი" 51 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე გავიდა, წინ კი პლეი-ოფია.
სანდრომ NBA-ში კარიერის მატჩი ჩაატარა - ახალი ქართული რეკორდი! [VIDEO]