დიდი წარმატება - მერკვილაძე ამერიკაში წლის საუკეთესო კაცი სპორტსმენი გახდა

AutoSharing Option
Loyola Marymount University-ს წლის საუკეთესო კაცი სპორტსმენი ქართველი - ალექს მერკვილაძე გახდა, რომელიც უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდში თამაშობს.

ალექსი 2002 წელს ქუთაისში დაიბადა და უკვე რამდენიმე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს და თამაშობს. 20 წლის ქართველს სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. პოზიციით მსუბუქი ფორვარდია: სიმაღლე - 203 სმ, წონა - 104 კგ. სხვადასხვა სპორტულ პორტალზე ალექსს ანალიტიკოსები პოტენციურად 2025 წლის NBA-ს დრაფტზე მოიაზრებენ.

LMU Lions-ის საკალათბურთო გუნდი WCC-ში (West Coast Conference) ასპარეზობს, სადაც კალიფორნიის, ორეგონის, ვაშინგტონისა და იუტას 10
გამორჩეული საუნივერსიტეტო გუნდია წარმოდგენილი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამერიკის წლის საუკეთესო სპორტსმენი კი არა, ამერიკის ერთერთი უნივერსიტეტის (ათასობით უნივერსიტეტია ამერიკაში, ამაზე ბევრად ცნობილები) საუკეთესო სპორტსმენი გახდა. რაც რათქმაუნდა საამაყოა, ოღონდ სანათესაოს მასშტაბით.
არასერიოზულია
23:57 26-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული