შენგელია იტალიის სერია A-ს ფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში "ტორტონას" მე-2 მატჩიც მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ბოლონიელებმა სასტარტო მეოთხედი 20:26 კი წააგეს, თუმცა, შემდეგ მათი უპირატესობა აშკარა იყო და მეტოქეს დამაჯერებელი სხვაობით სძლიეს – 91:70.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ 23 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.

თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები
3-ჯერ დაირღვა.

შენგელიას მოედანზე ყოფნის პერიოდში "ვირტუსმა" მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ეს მასპინძელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი 31 მაისს უკვე ტორტონაში გაიმართება და თუკი "ვირტუსმა" ისიც მოიგო, ფინალის საგზურს ნაადრევად მოიპოვებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული