მამუკელაშვილს ვეღარ აჩერებენ - 18 ქულა, 15 მოხსნა და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს საზაფხულო ლიგაში "მილუოკი ბაქსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" 87:75 დაამარცხა.

"ირმების" შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 32:07 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 18 ქულით, 15 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, სანდრომ 2022 წლის საზაფხულო ლიგაში 2 შეხვედრა ჩაატარა, "სელტიკსს" 28, ხოლო "ბრუკლინს" 17 ქულა ჩაუგდო.

"ბაქსი" მომდევნო შეხვედრას ხვალ "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული