მატჩის ბედი მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ნიუიორკელებმა არც მეტი არც ნაკლები, 46 ქულა ჩააგდეს.
ბითაძისთვის სეზონის პირველი მატჩი ნაყოფიერი იყო: 16 წუთში 5 ქულა, 4 პასი, 2 დაფარება და 8 მოხსნა მოაგროვა, 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
24 ქულით მატჩის ბომბარდირი ნიუიორკელი ტოპინი გახდა.
„ინდიანა პეისერსი“
მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს ისევ „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად ინდიანაში.
GBF.GE