გოგას საშინელი სტარტი NBA-ში

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონის პირველ მატჩში, "ინდიანა პეისერსი" "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდა და 107:114 დამარცხდა.

მოგეხსენებათ, "ინდიანას" ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი ტრავმირებულია, გოგამ კი დედაქალაქელებთან 10 წუთი მიიღო, თუმცა ცუდი შეხვედრა ჩაატარა.

ქართველმა ცენტრმა 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, თუმცა 4-წუთიან მონაკვეთში სამჯერ დაჯარიმდა, სროლის მცდელობა კი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა.

მასპინძელთაგან კარგი მატჩი ჩაატარა ტაირის ჰალიბარტონმა, ახალგაზრდა გამთამაშებელმა 26 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.

გამარჯვებულთაგან კი გამოირჩა კაილ კუზმა, ამერიკელმა 22 ქულა,
13 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს "სან ანტონიო სპერსთან" გამართავს, "ვაშინგტონი" კი ამავე დღეს "ჩიკაგოს" დაუპირისპირდება.

alt"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ექვსი სასარგებლო მოქმედება, არც ისე საშინელი სტარტია. კალათბურთი მარტო ჩაგდება არ არის!
0
დროზე დაახვიე მანდედან ევროპისკენ.
ეეე
21:04 20-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული