გოგას 18 წუთი და 8 ქულა - "ინდიანა" "სან ანტონიოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 134:137 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 8 ქულითა (4/5 ორქულიანი, 0/2 სამქულიანი) და 1 მოხსნით გამოიჩინა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომლემაც აქტივში 27 ქულა, 3 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"სპურსის" შემადგენლობიდან ჯოშ რიჩარდსონმა თავი 27 ქულით (6/8 სამქულიანი), 2 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "პეისერსი" სეზონს 0 მოგებითა და 2 წაგებით ხსნის, მე-3 მატჩს კი ხვალ,
23 ოქტომბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სან ანტონიოს" თითო გამარჯვება და მარცხი აქვს, ხვალ კი "ფილადელფიას" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული