ბურჯანაძის 6 ქულა 14 წუთში და "რეჯიო ემილიას" მარცხი ორმაგ ოვერტაიმში

AutoSharing Option
დაძაბულ, დრამატულ მატჩში დამარცხდა იტალიის სერია "ა"-ში მოთამაშე ბექა ბურჯანაძის "რეჯიო ემილია". მისი გუნდი "ვენეციას" მასპინძლობდა და გამარჯვებულის გამოსავლენად 2 დამატებითი ხუთწუთეული გახდა საჭირო. თუკი პირველი ექსტრა ხუთწუთეული ფრედ დამთავრდა, მეორეში სტუმრებმა 17:3 იმარჯვეს და ბურჯანაძის გუნდმა საბოლოოდ მარცხი განიცადა – 101:115.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

"რეჯიო ემილიამ" იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ
მე-6 მარცხი განიცადა და 2 გამარჯვებით ბოლო ადგილზეა. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს, სტუმრად "ბრეშასთან" გამართავს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანიკიძე ბურჯანაძის იმედზეა საქართველოს ნაკრებში
ბექა
17:31 19-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული