დუდა სანაძის 15 ქულა კვიპროსის ჩემპიონატში

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მსროლელი დუდა სანაძე კვიპროსში კვლავ შედეგიანად ასპარეზობს. მისმა "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატის 2023 წლის პირველი მატჩი სტუმრად, ლარნაკის აეკ-თან გამართა და 70:81 დამარცხდა.

დუდამ 39 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 15 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. 8 სამქულიანი და 8 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც ქართველმა 3 სამიანი და 6 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი სანაძის თანაგუნდელი, ამერიკელი პოლიკაპი გახდა – 24 ქულა.

"ანორთოსისს" 5 მოგება, 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული