"უწყინარ სიტუაციაში ფეხი ვიტკინე და იძულებული გავხდი, მოედანი დამეტოვებინა" - დუდა სანაძე

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში აელ-ს ესტუმრა და 12 ქულით დამარცხდა – 76:88. ამაზე ცუდი ისაა, რომ ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში ტრავმა მიიღო და უშედეგო მცდელობის შემდეგ თამაში აღარ გააგრძელა. 

სანაძემ თამაში მშვენივრად დაიწყო და საწყის 4 წუთში 7 ქულა დააგროვა, თუმცა შემდეგ თავისიანმა შემთხვევით ფეხი ფეხზე უხერხულად დაადგა და დუდა მოედნიდან გავიდა. 

"სამწუხაროდ, უწყინარ სიტუაციაში ვიტკინე ფეხი და მოედნიდან გავედი. იმდენად მაგრად არ მტკიოდა და რადგან მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ჩვენი გუნდის მცირე დახმარებაც შესაძლოა გამარჯვების მიზეზი გამხდარიყო,
მეორე ტაიმში მოედანზე შევედი. სამწუხაროდ, თამაშს ვერ ავყევი. ფეხმა არ გამიშვა და იძულებული გავხდა, მოედანი ისევ დამეტოვებინა" – აღნიშნა სანაძემ.

მთლიანობაში დუდამ მოედანზე გატარებულ 22:52 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

დუდამ 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. სანაძემ ბურთი 5-ჯერ დაკარგვა და 1-ხელ დაჯარიმდა.

"ანორთოსისს" 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 14 იანვარს შინ "აპოპ პაფუსთან" ჩაატარებენ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული