![](https://sportall.ge/pictures/image5/222ca27f28f7326b69893274cec9df79.jpg)
ქართველი ლეგიონერი ესპეროსელთა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. სანაძე გახლდათ ერთადერთი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა. მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სანაძის შემდეგ "ესპეროსში" 8-8 ქულა ჰქონდათ ანდრეა ცუმანისს და გეორგიოს გარეზოსს.
6
მოგებითა და 15 მარცხით "ესპეროსი" 16-გუნდიან ელიტ ლიგაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 15 თებერვალს, "ესპეროსი" "ირაკლისს" უმასპინძლებს.
GBF.GE