შერმადინი, ანდრონიკაშვილი და მაკფადენი ჩემპიონთა ლიგის მატჩში გადაიკვეთნენ

AutoSharing Option
ფიბას ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი შერმადინის ლიდერობით, ტიტულის დასაცავად ახლაც შემართულმა "ლენოვო ტენერიფემ". შეგახსენებთ, რომ პირველი ჯგუფური ეტაპი ტენერიფელებმა იოლად დაძლიეს და მეორეში გაცილებით სოლიდური მეტოქეები ჰყავს ესპანური "ბილბაოს*, თურქული "დარუშაფაკასა" და ესპანურსავე "მურსიას" სახით. სწორედ "მურსია" იყო შერმადინის პირველი მეტოქე ტოპ-16-ის გახსნის მატჩში, რომელიც ტენერიფელებმა დამაჯერებლად – 85:65 მოიგეს.

შეხვედრაში მონაწილეობა სამმა ქართველმა კალათბურთელმა მიიღო. გიორგი შერმადინმა 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თად მაკფადენი "მურსიას" 2 ქულითა და 2
მოხსნით დაეხმარა. რატი ანდრონიკაშვილმა კი ერთი მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შერმადინის "ტენერიფე" მეორე ტურში თურქულ "დარუშაფაქას" შეხვდება, ხოლო "მურსია" "ბილბაოს" დაუპირისპირდება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაფსკვნილია კია როგორც ჭეშმარიტი თავადიშვილი.დდდ
ეეე
20:35 26-01-2023
0

სიახლეები პოპულარული