აღსანიშნავია, რომ ვისკონსინელებმა ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვეს. "მილუოკის" რიგებიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 2 ქულას, 5 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა.
"ბაქსიდან" საუკეთესო ბრუკ ლოპესი გახდა, ბრაზილიელმა ცენტრმა 33 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"ჩიკაგოს" რიგებიდან გამოირჩა ნიკოლა ვუჩევიჩი, მონტენეგროელმა გუნდს 22 ქულა, 16 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
ამგვარად, "მილუოკი" 41 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს "მაიამი ჰიტთან" გამართავს.
რაც შეეხება "ბულზს", ჩიკაგოელები აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 გამარჯვებითა და 33 წაგებით მე-11 პოზიციაზე არიან. "ხარები" 25 თებერვალს "ბრუკლინ ნეთსს" უმასპინძლებს.
მამუკელაშვილი "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე - ისტორიული დღე ქართული კალათბურთისთვის