მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "დენვერ ნაგეთსმა" "მილუოკი ბაქსი" 127:117 დაამარცხა. "კოლორადოელებს" ამ შეხვედრაში გუნდის ლიდერი და NBA-ის 3-გზის MVP ნიკოლა იოკიჩი დაუბრუნდა, რომელმაც კოჭის ტრავმის გამო ზედიზედ 5 მატჩი გამოტოვა.

სერბმა გუნდს ამჯერადაც ულიდერა და 38 წუთში 39 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა. იოკიჩმა მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ულამაზესი გადაცემა შეასრულა და აარონ გორდონს მარტივი 2 ქულა ააღებინა.

დემიენ ლილარდის გარეშე დარჩენილ "მილუოკს" ბრუკ ლოპესმა ულიდერა, ვეტერანმა ცენტრმა 38 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა და
3 შედეგიანი პასი დააგროვა. უნდა აღინიშნოს, რომ ლილარდთან ერთად, "ბაქსს" გუნდის მთავარი ლიდერი იანის ანტეტოკუნმპოც ვერ ეხმარებოდა.

"დენვერი"46 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მაიკ მელოუნის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 29 მარტს "იუტა ჯაზის" წინააღდეგ გამართავს.

"მილუოკი" 40 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, "ბაქსი" 29 მარტს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.

altდონჩიჩის სუპერმატჩი და იოკიჩის ანტირეკორდი - "ლეიკერსმა" "დენვერი" დაამარცხა [VIDEO]

alt"მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - იოკიჩის საოცარი ტყორცნა საკუთარი ნახევრიდან [VIDEO]

altდონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული