კალათბურთი

ლეგიონერები

"მილუოკი ბაქსმა" მამუკელაშვილს კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსი" საიტით საქართველოს ნაკრების 23 წლის კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტას იტყობინება.

მამუკელაშვილი "მილუოკის" ღირსებას 2021 წლიდან იცავდა, მაგრამ თამაში ხშირად არ უწევდა, თავისუფალი აგენტი გახდა და ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს სანდრო კარიერას.

ვისკონსინურ კლუბში ქართველს, ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, სეზონში NBA-ში მაქსიმუმ 50 მატჩში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, დარჩენილი შეხვედრები კი G ლიგის "ვისკონსინ ჰერდში" უნდა ჩაეტარებინა.

ორი სეზონის განმავლობაში მამუკელაშვილმა NBA-ში 65 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 9.6 წუთს თამაშობდა, 3.2 ქულას და 2.1 მოხსნას აკეთებდა.

შეგახსენებთ,
9 თებერვალს "ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გაუშვა და 5 დღის შემდეგ ის "ორლანდო მეჯიქში" გადავიდა.