შენგელია მარკოიშვილს შეხვდა | "მონაკომ" ევროლიგაში "ვირტუსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მორიგ, 29-ე ტურში, "ვირტუს ბოლონია" სტუმრად "მონაკოს" შეხვდა. შესაბამისად, ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცათ თორნიკე შენგელიასა და მანუჩარ მარკოიშვილს. მოგეხსენებათ, მანუჩარი მონაკოელთა სამწვრთნელო შტაბშია, ხოლო შენგელია ბოლონიელთა ერთ-ერთი ლიდერია. შეხვედრა მონაკოელთა გამარჯვებით – 81:68 დასრულდა.

შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 18:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა. თორნიკემ ბურთი ერთხელ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა. "მონაკოს" მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ოკობოს ანგარიშზე იყო. მან
21 ქულა ჩააგდო, რასაც 5 პასი და 5 მოხსნაც მიაყოლა.

29 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 13 მოგება აქვთ და მე-12 ადგილზე იმყოფებიან. ბრძოლა 8 საუკეთესო გუნდში შესასვლელად მიდის, რომლებიც პლეი-ოფში გადიან. რაც შეეხება "მონაკოს", ჯუჯა სახელმწიფოს გუნდი 19 მოგებით მე-3 ადგილზეა და პლეი-ოფი განაღდებული აქვს. შენგელიას გუნდი ევროლიგის 30-ე ტურში "რეალს" შეხვდება, რომელიც ევროლიგის ერთ-ერთი ლიდერია.

GBF


მკითხველის კომენტარები / 2 /
რა თქმა უნდა აუცილებლად შეხვდებოდნენ.
მაგრამ არის რაღაც მე მყავს ბავშვი 196 სანტიმეტრის ფედერაციიდან ყურადღება ნული .ვიდეოები გავაგზავნე ჩემი ბავშვის და ევროპის ერთ ერთი უძლერის კალათბურთის ქვეყნიდან შემეხმიანენ 3-4 გუნდ ითხოვს ბავშვს.
აბდულაი
17 მარტი 2023 13:47
2
თუ ითხოვენ, გაუშვით. ვინც აქ თამაშობს, ყველას მიზანი ძლიერ ლიგაში თამაშია. ფედერაცია რაში გჭირდებათ. აგერ, მამუკელაშვილი, ამერიკიდან ჩამოიყვანეს. ზაზა 15 წლიდან თურქეთში იყო, ბითაძე სერბეთში. მარკოიშვილი იტალიაში. ფერდერაციისგან რა გინდათ.
ჯარჯი
18 მარტი 2023 00:02
1

სიახლეები პოპულარული