შენგელია მარკოიშვილს შეხვდა | "მონაკომ" ევროლიგაში "ვირტუსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მორიგ, 29-ე ტურში, "ვირტუს ბოლონია" სტუმრად "მონაკოს" შეხვდა. შესაბამისად, ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცათ თორნიკე შენგელიასა და მანუჩარ მარკოიშვილს. მოგეხსენებათ, მანუჩარი მონაკოელთა სამწვრთნელო შტაბშია, ხოლო შენგელია ბოლონიელთა ერთ-ერთი ლიდერია. შეხვედრა მონაკოელთა გამარჯვებით – 81:68 დასრულდა.

შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 18:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა. თორნიკემ ბურთი ერთხელ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა. "მონაკოს" მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ოკობოს ანგარიშზე იყო. მან
21 ქულა ჩააგდო, რასაც 5 პასი და 5 მოხსნაც მიაყოლა.

29 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 13 მოგება აქვთ და მე-12 ადგილზე იმყოფებიან. ბრძოლა 8 საუკეთესო გუნდში შესასვლელად მიდის, რომლებიც პლეი-ოფში გადიან. რაც შეეხება "მონაკოს", ჯუჯა სახელმწიფოს გუნდი 19 მოგებით მე-3 ადგილზეა და პლეი-ოფი განაღდებული აქვს. შენგელიას გუნდი ევროლიგის 30-ე ტურში "რეალს" შეხვდება, რომელიც ევროლიგის ერთ-ერთი ლიდერია.

GBF


მკითხველის კომენტარები / 2 /
რა თქმა უნდა აუცილებლად შეხვდებოდნენ.
მაგრამ არის რაღაც მე მყავს ბავშვი 196 სანტიმეტრის ფედერაციიდან ყურადღება ნული .ვიდეოები გავაგზავნე ჩემი ბავშვის და ევროპის ერთ ერთი უძლერის კალათბურთის ქვეყნიდან შემეხმიანენ 3-4 გუნდ ითხოვს ბავშვს.
აბდულაი
13:47 17-03-2023
2

სიახლეები პოპულარული