შენგელიას 10 ქულა რეალთან და "ვირტუსის" მარცხი ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში 30-ე მატჩი გამართა. ბოლონიელებმა მადრიდის "რეალს" უმასპინძლეს და 79:96 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა. მესამეში შემგელიას წინამძღოლობით "ვირტუსმა" სხვაობის შემცირებაც შეძლო და თამაშის შემოტრიალების იმედიც გაუჩნდა. თუმცა, მეოთხე რაუნდში ბოლონიელებმა ვერაფერი გააწყვეს ხორვატი მარიო ჰეზონიას წინააღმდეგ, რომელმაც ზედიზედ 5 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 8 სამიანი მოუგროვდა (11-დან) და 26 ქულით მატჩის ბომბარდირიც გახდა. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 25 წუთი, 10 ქლა, 6 მოხსნა, 3 პასი.

"ვირტუსს" 13 მოგება, 17 წაგება აქვს, სატურნირო
ცხრილში მე-13 პოზიციაზეა და ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 28 მარტს თელ-ავივში "მაკაბის" წინააღმდეგ გამართავს.

GBF

altშენგელია და შერმადინი ფიბას ექსპერტების All Star-ის ხუთეულში მოხვდნენ

alt"ვირტუსმა" უშუალო კონკურენტი მილანში დაამარცხა და სერია A-ში გალიდერდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული