შენგელიას 3 ქულა - "ვირტუსი" "ეფესთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 32-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" "ეფესს" ესტუმრა და 67:86 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 3 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ბოლონიელთა შემადგენლობიდან ნიკო მანიონი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მასპინძელთა მხრიდან ანტე ზიზიჩმა თავი 24 ქულით, 6 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "ვირტუსი" 13 მოგებითა და 19 წაგებით მე-14 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 6 აპრილს, "ვალენსიასთან" ჩაატარებს.

"ეფესი" 16 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით მე-10 პოზიციაზეა, იმავე 6 აპრილს კი "ფენერბაჰჩეს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა ბოდიში მოიხადა “მაკაბის” მხრიდან ვინმემ ფანების საზიზღარ ქმედებაზე თოკოს მიმართ?
BOSS
19:04 31-03-2023
0
თოკო! ცეესკაში გადასვლა უდიდესი შეცდომა იყო შენი კარიერისთვის,მას მერე ვეღარაფრით აღიდგინე ფორმა!!!!
ირაკლი
15:35 31-03-2023
0

სიახლეები პოპულარული