გუნდებმა საწყის ორ მატჩში მოგებები გაცვალეს. გადამწყვეტი შეხვედრა კუნძულ ტენერიფეზე გაიმართა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩი ისე მიიყვანეს გამარჯვებამდე, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი შერმადინის კარგი თამაშია, რომელიც ამჯერად MVP ვერ გახდა, თუმცა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო.
შერმადინი სასტარტოში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 8 ქულა, 7
ოთხთა ფინალში "ტენერიფესთან" ერთად იერუსალიმის "ჰაპოელი", ესპანური "უნიკახა" და გერმანული "ტეპეკომი" გავიდნენ. ოთხთა ფინალი 12-13 მაისს გაიმართება.
GBF.GE