სანაძის 25-მა ქულამ "ანორთოსისს" კვიპროსის თასის ფინალში ვერ უშველა

AutoSharing Option
დუდა სანაძემ სეზონი შთამბეჭდავი პირადი შედეგით დაასრულა, თუმცა მის გუნდზე ამას ვერ ვიტყვით. ფამაგუსტის "ანორთოსისი" კვიპროსის თასის ფინალში ლარნაკის აეკ-ს შეხვდა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, 72:88 დამარცხდა.

სანაძეს არ უთამაშია თასის ნახევარფინალში, რომელშიც "ანორთოსისმა" "აპოლონს" 78:73 სძლია. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, სანაძე "ანორთოსისში" საუკეთესო იყო. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:43 წუთში 25 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.

დუდამ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური
ფოლი მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა და ეს ფამაგუსტელთა რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

"ანორთოსისისთვის" სეზონი დასრულდა. სანაძე თავისუფალი აგენტია და სანამ ეროვნულ ნაკრებში ჩამოვიდოდეს, სავარაუდოდ, ახალ კლუბს მონახავს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული