გიორგი შერმადინის "ტენერიფე" მალაგაში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ნახევარფინალში იერუსალიმის "ჰაპოელთან" 68:69 დამარცხდა.
შერმადინმა 28:40 წუთში 18 ქულა (11-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 20 შეადგინა.
მოკლედ, შერმადინის გუნდმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა და მესამე ადილისთვის იბრძოლებს.