![](https://sportall.ge/pictures/image5/e961ec4881339ecaeddde2704374df6d.jpg)
თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" პლეი-ოფის მეორე მატჩში საკუთარ მოედანზე "ბრინდიზის" 109:95 სძლია და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
შენგელიამ თამაში სასტარტოდან დაიწყო და 22 წუთში 16 ქულა (8-დან 3 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო), 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ვირტუსმა" 104:68 გაიმარჯვა.
სერია სამ მოგებამდეა და თუ ბოლონიური გუნდი 19 მაისს "ბრინდიზის" სტუმრად მოუგებს, ნახევარფინალში გავა.