სერია A-ს ფინალის მესამე მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 69:61 დაამარცხა.
სტუმრებმა პირველი მეოთხედი 2 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც მასპინძლები უკეთ გაისარჯენ და გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
შენგელიამ 24 წუთში 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი), 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ერთხელ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა ბურთი.
ბოლონიელთა რიგებში 13 ქულით ყველაზე შედეგიანი დანიელ ჰეკეტი იყო, მილოშ ტეოდოსიჩმა 12 ქულა ჩააგდო, ჯორდან მიკიმ და მარკო ბელინელიმ კი - 10-10. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 15 ქულით მილანელი ბილი ბარონი გახდა.
სერიაში „ვირტუსმა“ ანგარიში შეამცირა (1:2). მეოთხე შეხვედრა 16 ივნისს ბოლონიაში ჩატარდება. სერია 4 მოგებამდეა.