ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" საკუთარ მოედანზე ბერლინის "ალბა" 87:76 დაამარცხა.
შენგელიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 27:22 წუთში 26 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ხოლო მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 შეადგინა და MVP გახდა.
ბოლონიურმა გუნდმა ტურნირზე ორი გამარჯვება მოიპოვა და 20 ოქტომბერს "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.
ანდრონიკაშვილის ამბები მაწუხებს - მოძებნა თუ არა გუნდი.