სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 8 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა (2/2 საჯარიმო, 1/1 ორქულიანი), 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა დააგროვა.
დევინ ვესელიმ 25 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ვიქტორ ვენბანიამამ კი - 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება.
"როკეტსის" მხრიდან ჯაბარი სმიტმა 20 ქულა დააგროვა, ჯინათან უილიამსმა კი - 19.
"სპურსი" მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "გოლდენ სტეიტთან" გამართავს. "ჰიუსტონი" იმავე რიცხვში "მაიამი ჰიტს" შეხვდება.
პრესეზონის საუკეთესო მატჩი - კარის გეიმვინერი და "უორიორსის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება [VIDEO]