შენგელია ისევ საუკეთესო იყო - "ვირტუსმა" "ბაიერნსაც" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" საკუთარ მოედანზე "ბაიერნი" 85:83 დაამარცხა.

შენგელიამ 31:43 წუთში 18 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი და სარგებლიანობის 23-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით სტუმართა გუნდის ამერიკელი ლეგიონერი კარსენ ედვარდსი იყო.

ბოლონიური გუნდი 13 მოგებით მეორე ადგილზეა და 5 იანვარს ბერლინში "ალბას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი თამაში იყო, ბოლო წუთზე შეატრიალა თამაში ვირტუსმა, ყოჩაღ თორნიკე, კარგი იყო (ისე,ჯარიმების სროლის ხარისხს თუ დახვეწავს, ყველა თამაშში მინიმუმ 20 ქულა გარანტირებული ექნება)
ემიგრანტი
09:55 04-01-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული