ჩემპიონთა ლიგამ შეჯიბრებას შემორჩენილი 16 გუნდის დამრიგებელი მე-2 წრის სტარტამდე გამოჰკითხა და სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულთა ჩამოთვლა სთხოვა. შერმადინმა გამოკითხვაში 36.4% მიიღო და ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა თურქული "პინარ ქარშიაქას" მაღალ ვერნორ ქარის, მე-3 ადგილზე კი ასევე თურქული "თოფაშის" ცენტრი ოსტინ ვილი (18.2%) გავიდა.
საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი საუკეთესოთა შორის კიდევ ორ ნომინაციაში მოხვდა: ჩემპიონთა ლიგის MVP-ის ტიტულის მაძიებელთა შორის ის იერუსალიმის ჰაპოელის
ცნობისთვის, "ლენოვო ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 6 მარტს, ღამით, ხსენებული ჰაპოელ იერუსალიმის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთანაც პირველ წრეში სტუმრად 61:85 განადგურდა. ეს, ესპანური კლუბისთვის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი წაგებაა (2 გამარჯვების ფონზე) და სწორედ ჰაპოელის შემდეგ, K ჯგუფში მე-2 ადგილი უკავია.
აღნიშნულ ჯგუფში, "ტენერიფესა" და ჰაპოელის გარდა, თურქული "ქარშიაქა" და ბერძნული "პერისტერი" თამაშობენ, რომელთაც შერმადინი და მისი თანაგუნდელები ასევე მარტში დაუპირისპირდებიან. ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა, ჩემპიონის ვინაობა კი მაისში გამოვლინდება. "ლენოვო ტენერიფეს" ჩემპიონთა ლიგა 2017 და 2022 წლებში აქვს მოგებული, ოღონდ "იბეროსტარ ტენერიფეს" სახელწოდებით.
GBF.GE