ბურჯანაძის 21 ქულა და მისი გუნდის ზედიზედ მე-12 გამარჯვება ესპანეთში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი ესპანეთის LEB ORO-ში, რომელიც რანგით მეორე დივიზიონია Liga Endesa-ს შემდეგ. ბურჯანაძის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და მთავარ კონკურენტს ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით დამაჯერებლად სძლია. ბურჯანაძის "კორუნა ბასკეტმა" ესტუდიანტესს უმასპინძლა და 114:88 მოუგო. ეს კორუნელთა ზედიზედ მე-12 გამარჯვება გახლდათ.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გამოსულმა თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი – 28 წუთი ითამაშა. ბურჯანაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგო. ქართველმა ფორვარდმა მთლიანობაში 21 ქულა, 4 მოხსნა და 2
პასი მიითვალა. "კორუნა ბასკეტში" მასზე მეტი ინგუს იაკოვიტსმა მოაგროვა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულითა და 7 პასით დაასრულა.

"კორუნა ბასკეტს" 23 ტურის შემდეგ 23 ტურის შემდეგ 19 მოგება აქვს და უკვე 2 ქულით უსწრებს ესტუდიანტესს. მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი კვლავ შინ, 12 მარტს, "გიპუზკოას" წინააღმდეგ გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 6 /
კორუნა კი არა კორუნია შე უწიგნურო
დავიდ
13 მარტი 2024 13:03
0
ნაკრებში ის ხდება, რომ გამთამაშებელი როცა არ გივარგა სხვა პოზიციები დაშლილია, თან ეს მწვრთნელიც კაცმა არ იცის რა კვალიფუკაციისა, ეჰ.
tobo
09 მარტი 2024 14:41
2
აბა ბიჯო გააყალბა ეტყობა.დ ვაი შენს პატრონს.
მაცი ხვიტიას
09 მარტი 2024 14:39
0
რაღაც ხდება ნაკრებში?...
.....
Gio
09 მარტი 2024 12:52
0
ამის 21 ქულა არ გაიშვა.
მაცი ხვიტია
09 მარტი 2024 11:30
3
ეს კარგი მაგრამ, ნაკრებში ხელები რომ უკანკალებს ეს რაა
Nukri
09 მარტი 2024 11:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული