25 ქულა 25 წუთში | შერმადინმა ესპანურ ლიგაში სეზონის უმაღლესი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის მორიგი სუპერმატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, რითაც ის დიდი ალბათობით კვლავ ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით "ლენოვო ტენერიფემ" ესპანეთში ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო. 29-ე ტურში კანარელებმა "ბილბაო ბასკეტს" უმასპინძლეს და 101:84 გაიმარჯვეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:53 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სროლათა უზარმაზარი პროცენტულობა დააფიქსირა და 10-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 43 შეადგინა, რითაც უთუმცაოდ
გახდა მატჩის MVP. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა ეს შედეგი მისი გამზრდელი მწვრთნელის, ჯამლეტ ხუხაშვილის დაბადების დღეზე დააფიქსირა, რომელიც ამ დღეს 80 წლის გახდებოდა.

მიმდინარე სეზონში შერმადინი ბევრად ნაკლები პროცენტულობით ხდებოდა ტურის MVP და ამჯერად ამ შედეგის გამეორებას, დიდი ალბათობით, წინ არაფერი დაუდგება. 29-ე ტურში კვირას კიდევ 5 მატჩს ითამაშებენ და თუკი ეს შედეგი ვერავინ გადაფარა, შერმადინი 22-ედ გახდება ტურის საუკეთესო და ამ კატეგორიაში ესპანური ლიგის თავისსავე რეკორდს კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს. დავაფიქსიროთ, რომ 43 ამ სეზონში არავის დაუფიქსირებია. თავად შერმადინისთვისაც ეს შედეგი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ტენერიფეს" 19 მოგების წილ 10 წაგება აქვს "ბარსელონასთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
წლებია ნაკრებში ნორმალური გამთამაშებელი არ გვყოლია.ნაკრებში პასის მიმცემი არ გვყავს თუნდაც 39 წლის მისი თანაგუნდელი უერტასის დონის !!!
ავთო 1964
14 აპრილი 2024 21:50
2
რავიცი, ნაკრებში ასეთ დონეზე ვერ თამაშობს და!…
ლაშა
14 აპრილი 2024 20:19
5
კლუბში მარსელინიო უერტასია გამთამაშებლად და ნაკრებში, სამწუხაროდ ამ დონის გამთამაშებელი არ გვყავს. ცენტრის შედეგიანი თამაში საკუთარი თავის გარდა, დიდწილად გამთამაშებელზეც არის დამოკიდებული..
გოგა
14 აპრილი 2024 22:05
0
ნაკრების და კლუბის დონე,ერთია?ეგეც არ იყოს,იქ გამთამაშებლად პუერტასი ჰყავს,რომელიც თავის მხრივ,ასევე ლიგის რეკორდსმენია,პასების მიხედვით.საქართველოს ნაკრებში ვის ხედავ,მსგავსი დონის გამთამაშებელს?ცინცაძეს,ასაკი საგრძნობლად შეეტყო,წინა სეზონში და მაკფადენმაც საგრძნობლად უკლო,წინა სეზონში.სხვა გამთამაშებელი კი,არავინ გვყავდა.მაგას თორნიკეს ფაქტორი დაამატე,რომელსაც გამთამაშებელი არ სჭირდება და თვითონაც უმაღლეს დონეზე თამაშობდა.გიორგის ტრავმაც აწუხებდა და ვერც გუნდში ბრწყინავდა,იმ დროს.მოვიყვანოთ პუერტასი და გიო აქაც გაბრწყინდება.
სოსო
14 აპრილი 2024 21:33
3

სიახლეები პოპულარული