ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე საკმაო დროით – 28:33 წუთი დაჰყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. მან 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
"გრან კანარიაში" ითამაშა საქართველოს
"ლეიმა კორუნიას" ორი ტურის შემდეგ თითო მოგება/წაგება აქვს და მომდევნო ტურში "მორაბანკ ანდორას" ეთამაშება, ხოლო "გრან კანარიამ" ორივე თამაში მოიგო და მომდევნო შეხვედრა "მანრესასთან" აქვს.
GBF.GE