თორნიკე შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" გიგა ჯანელიძის "ვენეცია" დაამარცხა

AutoSharing Option
შენგელია შეუჩერებელი იყო – მისი ლიდერობით "ვირტუს ბოლონიამ" ვენეციაში "უმანა რეიერი" დაამარცხა – 76:68. ეს მოხდა იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში. ბოლონიელებმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვეს და "ტრიესტესა" და "ტრენტინოსთან" ერთად იტალიის ჩემპიონატს ლიდერობენ.

"ვენეციაში" ითამაშა ქართველმა კალათბურთელმა, გიგა ჯანელიძემ, რომელიც ამ გუნდში მესამე სეზონია, ირიცხება, თუმცა სათამაშო დრო იშვიათად ეძლეოდა. ჯანელიძე მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა და 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. რაც შეეხება მატჩის ყველაზე შედეგიან კალათბურთელს, ის საქართველოს ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია გახდა. თოკო
სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე საკმაოდ ბევრი დრო – 23 წუთი დაყო და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად თორნიკემ 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ის ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო. გამარჯვებულთაგან 10-ქულიან ზღვარს მარკო ბელინელი გადასცდა, რომელმაც 11 ქულა მიითვალა.

მომდევნო მატჩს "ვირტუსი" 20 ოქტომბერს, შინ "ტორტონასთან" გამართავს. ჯანელიძის "ვენეცია" კი "პისტოიას" ესტუმრება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ, სათაურია ბომბი
ქუთაისი
10:38 15-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული