ვიტორიაში გამართული მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ვირტუსის გამარჯვებით – 82:81 დასრულდა. ამ მატჩში შედგა დუშკო ივანოვიჩის სამწვრთნელო დებიუტი ბოლონიურ გუნდში. შეგახსენებთ, რომ ბასკონიას ყველაზე დიდი წარმატება სწორედ შენგელიასა და მწვრთნელ დუშკო ივანოვიჩის სახელს უკავშირდება – მათ 2020 წელს „ბასკონიას“ ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინეს. ივანოვიჩი გასულ
ერთადერთო მოთამაშე მოედანზე, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა, თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა ფორვარდმა 31:21 წუთი თამაშა და თავი 16 ქულას, 10 მოხსნას, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 13-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 23 ქულით ბომბარდირი ვილ კლაიბერნი გახდა. „ბასკონიაში“ 23 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების პლეიმეიქერმა კამარ ბოლდუინმა. ამ დროში მან 9 ქულა და 2-2 პასი-ჩაჭრა მოაგროვა.
3 მოგებითა და 12 მარცხით ვირტუსი ევროლიგის ცხრილის ბოლო 2 ადგილს ბერლინის "ალბასთან" იყოფს. შემდეგ მატჩს "ვირტუსი" 18 დეკემბერს, სტუმრად, "ოლიმპიაკოსთან" გამართავს.
GBF