ბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "პორტლენდთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა" "ორლანდო მეჯიქი" 119:90 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკუტ ჰენდერსონი გახდა. "პორტლენდის" გამთამაშებელმა 32 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"მეჯიქიდან" ფრანც ვაგნერმა 32 წუთში 24 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" 24 მოგებითა და 25 წაგებით
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 2 თბერვალს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ორლანდოს" ბითაძე დაუბრუნდა - "მეჯიქი" "მაიამისთან" ოვერტაიმში დამარცხდა [VIDEO]

altბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ორლანდო" "იუტასთან" დამარცხდა [VIDEO]

altეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ra qeni buduna es?
duscatto
15:12 31-01-2025
0
ქართველო სპორტსმენებო,მოიყვანეთ ქართველი ცოლები და შექმენით ქართული ოჯახები.ვისაც უცხოელი ცოლები ყავთ მათი შვილები არ ქართველობენ და საერთოდ ვერ ლაპარაკობენ ქართულად!
ლადო
16:26 31-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული