მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ, გოგამ მოედანზე 28:43 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრაის სენსაბო გახდა, "ჯაზის" ახალგაზრდა კალათბურთელმა 28 წუთში 27 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
"ორლანდოდან" ჯეტ ჰოვარდმა 25:21 წუთში თავი 21 ქულით, 2 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ამრიგად, "მეჯიქი" 21 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 7 იანვარს "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"იუტა" 9 გამარჯვებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. "ჯაზი" 8 იანვარს "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდება.
ბითაძეს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ორლანდომ" "ტორონტო" დაამარცხა [VIDEO]
ბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
]