ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში

AutoSharing Option
ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში რატი ანდრონიკაშვილის" მონბუს ობრადოირომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც წილი ქართველ უკანახაზელსაც აქვს. "მონბუსმა" "რეალ ვალიადოლიდს" უმასპინძლა და 91:79 დაამარცხა, რაც მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება იყო ანდრონიკაშვილის გუნდისთვის.

ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა. რატიმ 3-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა, რასაც მან 1 ჩაჭრაც მოაყოლა." მონბუსს" ვლადიმირ ბროძიანსკიმ 19 ქულით ულიდერა, ამდენივე ქულა ჰქონდა ამერიკელ ჯეიმს დევიდსონს.

10 მოგებითა და 8 მარცხით "მონბუს ობრადოირო" მე-6 ადგილზეა.
მომდევნო ტურში, 7 თებერვალს, ანდრონიკაშვილის გუნდი სტუმრად "კანტაბრიას" დაუპირისპირდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული