02:05 05-02-2025
"კვარამ" შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მა "ლე მანს" მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობაში როტაცია განახორციელა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში დააყენა. როგორც მოსალოდნელი იყო სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და დუემ დააწინაურა. ხვიჩა თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მისი კარგი პასი პარტნიორმა ვერ გამოიყენა, თვითონაც დაარტყა კარში, მაგრამ მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, თუმცა ერთფეროვნად უტევდა. „კვარამ“ მეილიუ მახვილი კუთხიდან მეკარე ატფუსთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო. შეცვლაზე შესულმა ბარკოლამ კი მეტოქის დაცვა გაარღვია და ანგარიში გაზარდა. მერე ქართველმა ამჯერად ჰაკიმი გაიყვანა მეკარესთან ერთი ერთზე და ვერც მან ვერ მოახერხა გატანა. ბოლოს სტუმრებმა სახიფათო მომენტი შექმნეს - დუეს ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარე საფონოვმა მოიგერია და საბოლოოდ - 0:2.
მომდევნო მატჩს პსჟ 8 თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში „მონაკოს“ უმასპინძლებს.
ლე მანი. „მარი მარვინგტი“
ლე მანი - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 ბარკოლა (71)
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
დანარჩენი ჰეითერები და პოლიტიკურად უაზროდ ანგაჟირებული (თვითონაც რომ არ იციან რაშუაშია ხვიჩა პოლიტიკასტან) ბოღმის ნთხევაა