"კვარამ" შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მა "ლე მანს" მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის თასის მერვედფინალში პსჟ-მა გასვლაზე რანგით მესამე დივიზიონის „ლე მანი“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობაში როტაცია განახორციელა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში დააყენა. როგორც მოსალოდნელი იყო სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და დუემ დააწინაურა. ხვიჩა თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მისი კარგი პასი პარტნიორმა ვერ გამოიყენა, თვითონაც დაარტყა კარში, მაგრამ მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, თუმცა ერთფეროვნად უტევდა. „კვარამ“ მეილიუ მახვილი კუთხიდან მეკარე ატფუსთან
პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო. შეცვლაზე შესულმა ბარკოლამ კი მეტოქის დაცვა გაარღვია და ანგარიში გაზარდა. მერე ქართველმა ამჯერად ჰაკიმი გაიყვანა მეკარესთან ერთი ერთზე და ვერც მან ვერ მოახერხა გატანა. ბოლოს სტუმრებმა სახიფათო მომენტი შექმნეს - დუეს ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარე საფონოვმა მოიგერია და საბოლოოდ - 0:2.

მომდევნო მატჩს პსჟ 8 თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში „მონაკოს“ უმასპინძლებს.

ლე მანი. „მარი მარვინგტი“
ლე მანი - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 ბარკოლა (71)

მკითხველის კომენტარები / 23 /
Ისაო ესაო ადაპტაციაო, 2 წელია ვერ ჩაჯდა ფორმაში მიზეზი იყო რაღაცა უკმაყოფილება, მე მაგის ადგილზე ვიქნებოდი ნაპოლში და მეორე სკუდეტოზე ვიფიქრებდი თან ნაპოლიში როგორ უყვარდა ხალხს, საფრანგეთში ცოტა ხანში ლანძღვას დაუწყებენ! Ხოდა აგერ 70 მილიონად გაიყიდა უნდა ბრდღვნიდეს და ჭამდეს ყველაფერს, ეს თავდახრილი სირბილი უკან პასები რა უბედურებაა!! Რით ვერ მოვოდა დრო!
ლაშა
02:09 05-02-2025
5
ზოგიერთი ვაზელინა ქართველი უცხოელებს აქებს და კვარას აკრიტიკებს. კვარამ ამ თამაშში რიგ მომენტებში ძალიან მაგარი ტექნიკური და ინტელექტუალური ნაზავი დადო. ბარკოლასნაირად ათჯერ მაინც შეირბინა, არც ერთხელ არ მისცეს პასი რასისტმა შავკანიანებმა.
Რაგბის ფანი
02:20 05-02-2025
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული